Sunday, July 21, 2013

გელათის, სვეტიცხოვლის, ბოდბის მონასტერი

1. პროექტის სახელწოდება: გელათის, სვეტიცხოვლის, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია-მონასტრები.

 2.   პროექტის მთავარი იდეა: არჩეული  ეკლესია-მონასტრების ისტორიის შესწავლის    დაკავშირება  ქართული ლიტერატურის ისტორიასთან.

3.   პროექტის აქტუალობა:
·            ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას
·            ინფორმაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას

4. პროექტის მიზნები:
· მოსწავლეები შეისწავლიან აღნიშნული ეკლესია-მონასტრების ისტორიას, მათზე    შექმნილ ლეგენდებს, რაც ხელს შეუწყობს,  ქართული ლიტერატურის შესწავლის    დროს ცოდნის გაღრმავებას.
· მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ეკლესია-მონასტრებისადმი სიყვარული, გაუღრმავდებათ რწმენა.
·        მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას.
·       ჩამოუყალიბდებათ კვლევა -ძიების, ორგანიზების, ჯგუფში მუშაობის უნარი.
·          პროექტი უპასუხებს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

5. მონაწილეთა ასაკი:12-13წელი

6. ვადები/ ხანგრძლივობა-ერთი კვირა

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:კედლის გაზეთი, სლაიდები, ჟურნალი, სურათები, ბუკლეტები.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატები, წიგნები, მარკერები, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი,პროექტორი.

9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად.

· პირველი ჯგუფი მოიძიებს ისტორიულ ინფორმაციას გელათის მონასტრის, მისი დამაარსებლის,დავით აღმაშენებლის  შესახებ. რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში.აღნიშნავენ მის ორიგინალურ პოეტურ ნაწარმოებს ,,გალობანი სინანულისანი'', რომელიც ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. და გააკეთებენ კედლის გაზეთს.შექმნიან პატარა ბუკლეტებს გელათში არსებულ შეუდარებელ ხატებისა და ფონდში არსებული ხელნაწერების შესახებ.   ასევე გაამზადებენ ბროშურებს, რომლებიც შეეხება ძველსა და განახლებულ გელათს.პრეზენტაციის დაწყებამდე მსმენელებს დაურიგდებათ ეს ბუკლეტები და ბროშურები.



· მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის შესახებ დაბეჭდავენ სურათებს. შექმნიან ჟურნალს,რომელშიც ამომწურავად იქნება გადმოცემული სვეტიცხოველზე არსებული ლეგენდა, პარალელს გაავლებენ კონტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენასთან". 


·   მესამე ჯგუფი მოიძიებს მასალას კახეთის ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის გამორჩეულ მონასტერზე. იქ არსებულ ძვირფას საფლავზე. აკეთებენ კედლის გაზეთს.რომელშიც გადმოცემული იქნება ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან წმ. ნინოს საართველოში შემოსვლა და ქართველი ერის გაქრისტიანება.
წარმოადგენენ სლაიდ შოუს პროექტორით.ბუკლეტს,რომელშიც გადმოცემული იქნება მონასტრის ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა


 პრეზენტაცია  ტარდება  საკლასო ოთახში, ესწრებიან მასწავლებლები, პარალელური კლასის მოსწავლეები. მონაწილე მოსწავლეები  წინასწარ არიგებენ ბუკლეტებს, ბროშურებს, აკრავენ კედლის გაზეთებს.


10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქისტორია. გეოგრაფია. რელიგია.

11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მანანა სვანაძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:analukako@gmail.com

13. პროექტის  ვებ-გვერდი/ ბლოგი: mananasvanadze.blogspot.com


No comments:

Post a Comment